2021-08-11 11:54:46, 1817 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით კვირის ბოლოს მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოსთვის სამინისტროში შეიკრიბებიან და ჩამოყალიბდებიან, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები შეზღუდვებთან მიმართებაში.
„დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში, ნაადრევია. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ს კიდევ 48 პაციენტი ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან