09:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 11:30:07, 845 ნახვა

მსოფლიო
„ფეისბუქმა“ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა

“ფეისბუქმა” წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში, - ინფორმაციას ''როიტერი'' ავრცელებს.

“ფეისბუქის“ ინფორმაციით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.

„ფეისბუქში“ განმარტავენ, რომ ეს აღნიშნული ქსელის მიერ დასავლური ვაქცინებისთვის ლაქის მოცხების მეორე მცდელობაა. გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა.

მედიის ინფორმაციით, ფაზზე იუთუბერ, ინსტაგრამელ და ტიკტოკერ ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics