|
2021-08-08 20:13:41, 776 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა ხვალ შეზღუდვებს შემოიღებს
ხვალ მოვისმენ რეკომენდაციებს, მაგრამ ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორებიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გარკვეულ რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებენ. „მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ეკონომიკას მიაყენა ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, დაინგრა ეკონომიკები. ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, ჯამში სამი მილიონი. ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინაციით. ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიცაა ნიღბების ტარება, მით უმეტეს შევდივართ არჩევნების აქტიურ ფაზაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ცესკო-ს შესთავაზებენ კომისიის წევრების, საარჩევნო პროცესში ჩართული პირების, ასევე კანდიდატების ვაქცინაციას. კითხვაზე, შეეხება თუ არა რეგულაციები ფესტივალებსა და მასობრივ ღონისძიებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, რომელიც, სამშაბათის ნაცვლად, ხვალ ჩატარდება. „წინასწარ არ მსურს, ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ ჩვენ გვექნება კოვიდსაბჭო. ტრადიციულად სამშაბათის საბჭო გადმოვწიე, ხვალ ჩატარდება, 12:00 საათზე. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალებისა და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ, მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)