|
2021-08-06 16:38:08, 2232 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - „მტკიცე სული“ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია
„სწავლებაში მონაწილე ასეთი ქვეყნების რაოდენობა, მათი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობის მასშტაბი და სწავლების ცალკეული კომპონენტების მრავალფეროვნება მკაფიოდ ადასტურებს როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკას, ისე ცალკეულ ქვეყნებთან წარმატებულ სამხედრო თანამშრომლობას,“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“ -ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა. როგორ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. „მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს , დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, კანადის, იტალიის, ლიეტუვასა და საქართველოს სამხედროებს და ვუსურვო საუკეთესო მომავალი სამხედრო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ მინისტრის მიერ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ . თავდაცვის მინისტრმა სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნებში ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)