|
2021-08-05 14:46:49, 758 ნახვა
პოლიტიკა
ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს - გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე მყოფებმა ოკუპირებული რეგიონებში არსებული მდგომარეობა, საზღვრის უკანონოდ გადმოწევა, ადგილობრივების გატაცება და მათი უკანონოდ დაპატიმრება და ყველა ის დანაშაულებრივი ქმედებები აღნიშნეს, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე საქართველო მიმართ ახორციელებს რუსეთს- საქართველოს დაძაბული ურთიერთობების შესახებ განახლებული ინფორმაცია, კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გააცნო. სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა. "ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომელიც გრძელდება პანდემიის მიუხედავად. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას. გალისა და ახალგორის რაიონებში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილებას, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც ქართული რეგიონებზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი,"- განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიროსლავ იენჩმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)