12:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:34:25, 317 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ კახეთში ლიტერატურით და კინოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ორკვირიან სწავლებას იწყებს

თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, კერძოდ, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა. პროექტის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო პროექტია და მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის საქართველოს ბანკს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულს ცენტრსა და კინოფესტივალ „თაობას“. ცნობილი მწერლები და რეჟისორები, ორ კვირის განმავლობაში, თანამედროვე და კლასიკური, ქართული თუ უცხოური ლიტერატურისა და კინოს შესახებ სალექციო კურსს წაიკითხავენ.

სტუდენტებისთვის სხვა შემეცნებითი აქტივობებიც არის  დაგეგმილი, რომელიც მონაწილეებში დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარების განვითარებას, ახალი ინტერესების ჩამოყალიბებას და ახალი სოციალური კავშირების დამყარებას ითვალისწინებს.

ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება და გარდა იმისა, რომ კურსის თემატიკა უაღრესად საინტერესოა, თელავში გატარებული ორი კვირა მათთვის ალბათ ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა და პროექტის ყველა მონაწილეს გამგზავრების წინ მოუწევს PCR ტესტის ჩაბარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics