13:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 11:04:34, 298 ნახვა

საზოგადოება
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სანომრე ნიშნების საბეჭდი აპარატებით აღიჭურვა

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეებისთვის სწრაფი და ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ყველა სტრუქტურული ერთეული სანომრე ნიშნების საბეჭდი აპარატებით აღჭურვა.

ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნების ადგილზე დამზადება მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი, რაც აქამდე მხოლოდ რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვის ცენტრებში ხორციელდებოდა.
იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებშიც ამ დრომდე ადგილზე არ მზადდებოდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნები, დაინტერესებულ პირებს წინასწარი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე შეუძლიათ განაახლონ დაზიანებული, აღადგინონ დაკარგული და დაამზადებინონ მათთვის სასურველი ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics