13:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 17:17:43, 408 ნახვა

საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩის 13 ნომერში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავდება და სპეციალური მასალით შევსება.

"ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მამუკა ვეკუას განცხადებით, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ავარიულად ითვლებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მის მობინადრეებს უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო ექნებათ.

პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 345 ლარია გამოყოფილი."-ნათქვამია მერიის განცხადებაში 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics