15:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:10:34, 311 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - რაც მიზნად დავისახეთ - ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების  განხორციელებას, რაც უწყებამ მიზნად დაისახა, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა და ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის,  მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

"ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების  განხორციელებას, რაც მიზნად დავისახეთ, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა, არა ერთი და ორი ადამიანის რესურსი, არამედ მთლიანად სამინისტროს სრული შემადგენლობის. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის, ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის მერე შეიქმნა სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი.

გაფართოვდა ატაშეების ქსელი. თუ 2012 წელს 4 ატაშე 4 ქვეყანას ფარავდა, 2021 წელს - 16 ატაშე ფარავს 24 ქვეყანას, ევროპოლსა და ნატოს.

სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ საზღვარგარეთ მივლენილი ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების ქსელი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics