15:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 10:03:25, 477 ნახვა

საზოგადოება
კახა კალძემ ოლიმპიურ ნაკრებს მიღწეული წარმატება აეროპორტში პირადად მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს,  გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. 

„ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საქართველოში დღეს დაბრუნდა  ძიუდოს ნაკრები, მათ შორის: ლაშა ბექაური - ოლიმპიური ჩემპიონი; ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები; კრივის ნაკრები, ასევე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics