13:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 20:26:20, 1286 ნახვა

მსოფლიო
ანტალია და კიდევ 5 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

თურქეთის სანაპიროების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურისტები სახიფათო ზონიდან თურქეთის სანაპირო დაცვის კატერებით გაიყვანეს. სანაპირო დაცვას კერძო ნავებისა და იახტების მფლობელებიც ეხმარებოდნენ. 

ერდოღანმა დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.

„თქვენ თუ გული ამოგვგლიჯეთ, გეფიცებით, ჩვენც ამოგგლეჯთ გულს. თუ აღმოვაჩენთ ასეთ კავშირს, რომლის ნიშნების უკვე არის, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია და ცეცხლის ჩაქრობაში სულ უფრო მეტი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. კერძოდ, მისი ცნობით, თურქეთს დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაუგზავნეს უკრაინამ, რუსთემა, აზერბაიჯანმა და ირანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics