13:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-31 18:10:50, 731 ნახვა

მსოფლიო
სიცილიაში ხანძარს ებრძვიან

იტალიელიაში ორი დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, უცხოური გამოცემა  Reuters-ის ცნობით, ხანძარმა ქალაქ კატანიამდე მიაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა სავალდებულო. დროებით დაიხურა ადგილობრივი აეროპორტიც.

ხანძრის ლკალიზებას ხელს უშლის  ძლიერი სიცხე და ქარი, ამინდის გამო ხანძარმა  პალერმოს პროვინციამდეც მიაღწია, რამაც სიცილიის დედაქალაქში ფერფლის წვიმა გამოიწვია. მიმდინარე კვირის დასაწყისში ხანძრებმა სამხრეთ ევროპის სხვადასხვა ნაწილი მოიცვა, მათ შორის ესპანეთი და თურქეთის სამხრეთ რეგიონები, სადაც ამ დრომდე არის დარჩენილი ხნძრის კერები.

ხანძარმა  მნიშვნელოვნად დააზიანა იტალიის კუნძული სარდინია. სარდინიაზე ხანძრის შეჩერების მიზნით იტალია იძულებული გახდა დახმარებისთვის ევროკავშირისთვის მიემართა და ბლოკმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანას ოთხი სახანძრო თვითმფრინავი გაუგზავნა.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) იტალიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ სარდინიაში ხანძრების გამო თითქმის 20 000 ჰექტარი მიწა დაზიანდა, დაიხოცა ცხოველები და განადგურდა საუკუნოვანი ტყეები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics