|
2021-07-31 17:18:03, 764 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
თურქეთში ტყის ხანძარებს ებრძვიან, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდნიმე ხანძრის კერაა,რომლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.- ამის შესახებ ინფრომაციას თურქული მედია ავრცელებს, მათი ცნობით ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ხანძრის ყველაზე მეტი კერა ანტალიის და ადანას პროვინციებშია. CNN Turk-ის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 30-მდე პროვინციაში გაჩენილი ხანძრების სულ 100-მდე კერადან, 88-ის ჩაქრობა მოხერხდა, ხოლო დაახლოებით 10 კერა აქტიური რჩება. აქედან მიდის 10 რაიონში, ტყის ხანძრის ერთი კერაა ადანის პროვინციაში, 3 - ანტალიაში, 3 - მერსინში, 2 მუღლაში და 1 ოსმანიეში. მოვლენებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა მისი განცხადებით ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ერდოღანმა მანამდე ყველას მოუწოდა ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიების შედეგებს დაელოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება. “ჩვენ გამოვაცხადეთ ტყის ხანძრებით დაზარალებული ჩვენი რეგიონები, "კატასტროფის ადგილებად, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად ცხოვრებაზე". ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ერის ჭრილობების განკურნების, დანაკარგების ანაზღაურებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად",- წერს ერდოღანი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)