|
2021-07-29 16:43:35, 546 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - „პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი"
„ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ჟიგიმანტას პავილიონისის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა , დეპუტატის თქმით პავილიონისი საქართველოს "მეგობარი პოლიტიკოსი" არ არის. იონათამიშვილი ირწმუნება რომ პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს. რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის იდენტურია". „პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი - მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალირ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს… როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ.“- წერს იონათაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)