00:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 13:12:22, 1009 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი - საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან აირჩევთ რუსულ გზას

საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია,ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, -ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ. დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას და არა იმ ულტრარადიკალურ ელემენტებს, რომლებსაც უფრო ხშირად ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics