|
2021-07-28 15:45:22, 499 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - უტიფარი განცხადება ადასტურებს, რომ პანიკაში არიან
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკიერია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამეოხმაურა 19 აპრილს დადებული ხელშეკრულების ანულიერბის შესახებ. ბოკერიას თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მამართველი პარტია პანიკაშია, მისი თქმით „ ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ მათ სიტყვას ნულის ფასი აქვს. „ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილების რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს პირველი, იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩვენების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალქეების მხრიდან მათზე წნეხი ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი, რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩვენები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“- განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)