|
2021-07-27 15:32:07, 878 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს პრეზიდენტი 5 ივლისზე - აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა
ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დირექტორი რიკ დემსი საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიაზე თავდასხმას აბსოლუტურად მიუღებელ და სამწუხარო ფაქტად აფასებს. დემსის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილთან და შს მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე ისაუბრებს. „აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა ის, რაც მოხდა 5 ივლისს. ძალადობა ქუჩებში უნდა იქნეს თავიდან აცილებული ხელისუფლების მიერ და როგროც მესმის, ხშირად ასე არ ხდება. ვიცი, ბევრი მოსაზრებაა, წინასწარ იყო დაგეგმილი თუ სპონტანურა მოხდა, თუ გინდათ, რომ საქართველოში იყოს გამოხატვისა და პრესის თავისუფლება, მაშინ პრესა უნდა იყოს დაცული. ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, ბევრი ადამიანი უკვე საპატიმროშია. იმედი მაქვს, ყველაფერი დეტალურად იქნება გამოძიებული და გაირკვევა, რატომ მოხდა ეს, ვინ იყო წამქეზებელი და ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებ როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე შს მინისტრთან შეხვედრაზე“, - განაცხადა რიკ დემსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)