|
2021-07-27 15:30:57, 692 ნახვა
პოლიტიკა
რიკ დემსი - საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ეცადეთ მიხედოთ პრობლემებს, რომლებიც ხალხს აწუხებს
იშვიათად მინახავს ასეთი პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა უნდა მიხედონ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. „უნდა ვაღიარო, იშვიათად მინახავს ასეთი პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, როგორც საქართველოშია. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა აკეთონ და ნუ გადავლენ პირადულ საკითხებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსები უნდა ეცადონ, მიხედონ იმ პრობლემებს, რომლებიც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა რიკ დემსმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შეხვდა. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს აუდიენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)