|
2021-07-26 16:31:11, 913 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე დეკანოიძეს - წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიებზე საუბარი, ამორალურია
პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ წინასაარჩევნოდ ხალხი მმართველი პარტიისგან მხოლოდ სიძულვილსა და ზიზღს ხედავს, რასაც მეტყველებს დედაქალაქში გამოჩენილი ბანერები. „სიძულვილი, ზიზღი აგრესია, რომელიც როგორც ჩანს, უმრავლესობისა და თბილისის მერის კანდიდატის ერთადერთი შეთავაზებაა, იმიტომ, რომ მეტი შეთავაზება არ არსებობს, ეს არის ყველაფერი ის, რაც რეალურად ქმნის იმ ფონს, როდესაც საზოგადოება ამ ყველაფრით იმდენად დაიღალა და სხვათა შორის, ეს მერიამაც შეამჩნია, როცა თქვა, რომ სასწრაფოდ ავიღებთ ამ ბანერებსო. ბატონო კახა და ძვირფასო საზოგადოება, გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად აქვს სიყალბის ხასიათი, ნამდვილად აქვს ფარისევლობის ხასიათი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ხატია დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე მიმინარეობდა გამოძიება, რაზეც მკაცრი რეაგირება მოხდება. ხატია დეკანოიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ თავად დეკანოიძე წარმოადგენა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მხრიდანაც ზიზღსა და სიძულვილზე საუბარი, ამორალურია. „თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი, უბრალოდ ამორალურია. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგალითად, თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ასე გაწყობთ, ეს ყველაფერი უნდა მიემართოს კალაძისკეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)