19:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-24 12:46:00, 891 ნახვა

საზოგადოება
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ

სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ.

პირველ ეტაპზე, მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს.

შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს.

შრომის უსაფრთხოების დესპანის პროგრამა შრომის ინსპექციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ.

იხილეთ ბმული: https://we.tl/t-8yzl1JDO6H





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics