01:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 13:34:36, 1105 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავაზე - ორი მანდატური ვერ აკავებდა, აგრესიის აღკვეთა ჩემი მორალური ვალდებულება იყო

ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა.

როგორც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოკუჩავას სასესიო დარბაზში ორი მანდატური ვერ აკავებდა, რის გამოც ფიზიკური ძალის გამოყენება მისი მორალური ვალდებულება იყო. 

„ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა, ეს იყო მორალური ვალდებულებაც. როდესაც ერთი დეპუტატი აგრესიულად იქცევა და ეს, სულ მცირე, იმითაც დასტურდება, რომ ორი მანდატური აკავებდა მას და ვერ იჭერდა, ორ მანდატურს ეჭიდავებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics