01:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 11:43:41, 1296 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს - განიხილება ნიკა მელიას კანდიდატურა

ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატურასთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ნიკა მელია ყველაზე ახლოსაა, ამ წუთას, იყოს ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი უნდა გამოიკვეთოს. ეს კვირა არის საბოლოო, ბოლო დღეებია, როდესაც ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ისე ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე ასაპარლამენტო პარტიები და რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა გასარკვევი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პარასკევს, საბოლოოდ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics