20:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 15:44:28, 659 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული 300-მეტრიანი გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო. დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა.

პროექტის ფარგლებში, 775 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ასევე, გზაგამყოფის გარშემო დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები.

გამწვანებული სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე საფარის შენარჩუნება და განვითარება, რაც, თავისთავად, მეტი და მეტი გამწვანებული სივრცის შექმნას გულისხმობს. ურიდიას ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი ყველა გამვლელს ახსოვს, როგორ ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ავტოსადგომად იყენებდნენ. ახლა ეს სივრცე გამწვანებული და განათებულია. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, მოსწონთ მათ ქუჩაზე ასეთი ლამაზი მწვანე სივრცე რომ შეიქმნა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული  პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 180 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics