|
2021-07-20 14:10:02, 1059 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - კახა კალაძეს უმრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები აქვს, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, დაუობდება
კახა კალაძეს უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, ქუდები აქვს, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, დაუობდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის პრეზეტაცია, რომელიც მთაწმინდაზე უნდა გაიმართოს, „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“ ასოცირდება. „მთაწმინდაზე კალაძის პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებად, სტარტის მიცემა იქნება არა საარჩევნო კამპანიის სტარტის მიცემა საზოგადოებაში აღიქმება როგორც კალაძის ზემოდან გამოქანება. უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება, ამიტომ პირად ინტერესებშიც არის რომ კალაძემ გააკეთოს, დემოკრატიული, ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს იმ ადამაინებს, რომლებმაც აი აქ ჟურნალისტებს აყარეს საშინელი დღე", - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარადგენს. დიდი ალბათობით, პარტია მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძეს დაასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)