|
2021-07-20 12:36:44, 907 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ პირების მიმართ, ვინც 5-6 ივლისს დანაშაული ჩაიდინეს. „ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ ალბათ ეს თემა. პასუხისმგებლობის საკითხი უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 5 ივლისს, 18:00 საათზე, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსთაველის გამზირზე დილიდან ჰომოფობური, ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბდნენ და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ჟურნალისტებზე ძალადობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა არა ძალადობრივი ჯგუფის წევრებს, არამედ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს დააკისრა და მოუწოდა მათ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა არ ჩაეტარებინათ. მანვე აღნიშნა, რომ მომხდარის მიღმა ოპოზიცია იდგა. მომხდარის გამო, მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა, თუმცა მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)