02:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 15:37:34, 1070 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია, ეს არის საკითხი, რაზეც არ ხდება პოლარიზაცია

ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის რიგით მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია და ეს ერთადერთი საკითხია, რომელზეც პოლარიზაცია და დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება.

„საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, განუყოფელია ჩვენი ფასეულობებისგან, ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე, მიუხედავად გამოწვევებისა, და ოკუპაციის გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ, ეს არჩევანი, ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივების გარეშეა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics