02:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 10:54:46, 1213 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია - ინფორმაცია, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა, სიცრუეა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს.

„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics