|
2021-07-18 13:16:19, 942 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მედიის ნაწილი არ შეუშვეს - შენობას პოლიცია ჯაჭვით იცავს
პარლამენტის შენობასთან, სადაც მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ხმაური იყო. სამართალდამცველებმა პარლამენტთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ადგილზე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, სადაც დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა და პოლიციამ არ მისცა. მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში შესვლა კონკრეტული სიის მიხედვით ხდება. "საშვი მაქვს და არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ. ბრძანებაა გაცემული. დგანან და არ გვიშვებენ, მუხლიც კი არა იციან, რომლის მიხედვითაც არ გვიშვებენ. ეს კანონის დარღვევაა. პარლამენტი დაეყრდნო რაღაც მუხლს, რომელზეც ამათ [პოლიციელებს] წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ თავად ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს, რომ შეშინებულები არიან", - განაცხადა ფორმულას ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ. მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვების დასმა პირისპირ სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცათ. სამართალდამცველების განცხადებით, პარლამენტის შენობაში შესვლა უსაფრთხოების რეჟიმის გამო არ არის შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)