|
2021-07-18 12:51:42, 728 ნახვა
პოლიტიკა
კუჭავა - ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან ყველა მედიასაშუალებასთან იყო კომუნიკაცია. „ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევით. ნებისმიერ ჟურნალისტზე, თუ ჯგუფის წევრზე, ვიზეც მოვიდა მოთხოვნა, ყველაზეა საშვი დაშვებული. სტუმრებთან დაკავშირებით საშვის დაშვება დღეს არ იქნება, რომ არ განმეორდეს იგივე, როცა თქვენ, მათ შორის, პარლამენტის წევრები12 ივლისს, წინა რიგგარეშე სხდომაზე შეეცადეთ, სხდომა ჩაშლილიყო. ამის უფლებას ვერ მოგცემთ, დღეს აუცილებლად გაიმართება მინისტრის მოსმენა და თქვენც მიიღებთ ამ სხდომაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ჟურნალისტზე არ ყოფილა შეზღუდვა, მედიის წარმომადგენლებმა რა სიაც მოგვაწოდეს, ყველაზე იქნა საშვი დაშვებული. ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა? თქვენ გქონდათ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან? მე მქონდა და გაოგნებულები იყვნენ იმ საქციელით, სხდომის ჩაშლას რაც ეხებოდა. სადმე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, დარბაზში რომ შევარდნილიყვნენ? - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)