|
2021-07-18 12:25:20, 673 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი
შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი- ამის შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატიმა სალომე სამადაშვილიმა განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოებაში ყველა თანხმდება, რომ ვახტანგ გომელაური არის უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რაც 5 ივლისს მოხდა ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. „ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი. შიში აქვთ, რომ არ კითხონ, კითხვასაც აზრი არ აქვს, უთხრან თავიანთი სათქმელი - ეს არის შიში - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)