2021-07-17 13:40:53, 989 ნახვა
სამართალი
„ტვ პირველის“ ოპერატორზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,