2021-07-16 20:59:48, 1201 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ წითელ სიაში შეიყვანა
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელში ჩასულ ნებისმიერ მგზავრს, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან განიკურნა, 24 საათიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი 24 საათზე ადრე მოვა, პირი თვითიზოლაციას დატოვებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,