|
2021-07-16 15:28:35, 848 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: მოხარულები ვართ, რომ Baskin Robbins-მა რეგიონებებში ქსელის გაფართოება სწორედ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო
დღეიდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ამერიკულმა ბრენდმა Baskin Robbins-მა დაიწყო. ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომლის კაფეტერიაც განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში გაიხსნა და მისი დაგემოვნება აეროპორტის მგზავრების გარდა, იმერეთში ჩასულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა მიიღეს. კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30 მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვები გაიყიდება. ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განახლების შემდეგ პირველი საერთაშორისო ბრენდი შემოვიყვანეთ. საქართველოს ბაზარზე ახალშემოსული კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ფლობს ობიექტებს. ამიტომ კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგად, რეგიონებებში ქსელის გაფართოება Baskin Robbins-სმა სწორედ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე და უახლოეს მომავალში მათ ახალი სერვისებისა და შეთავაზებების კუთხით კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით,“ - განაცხადა საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს. დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300 მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)