15:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 18:53:34, 2493 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში 300-მდე ბავშვი მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში 300-მდე ბავშვი მკურნალობს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საწოლების მობილიზება ისევ გრძელდება.

„აგვისტოში, როდესაც ველოდებით, რომ ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას, გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა და ასევე პეროსნალის კუთხითაც მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა.

ჩვენთვის ფასეულია ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს მცირეწლოვნებს ინფიცირებისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო.

დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე ბავშვი. ჩვენ განვაგრობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება, რა თქმა უნდა, ჰოპიტალური საწოლის გარეშე.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისგან, რომლებზეც შეიძლება მოხდეს ბავშვის ინფიცირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics