|
2021-07-13 17:36:31, 867 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ უნდა დავამარცხოთ!
„დღეს რასაც ვუყურებ - „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტია იქნება ძალა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაამარცხოს. „სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ და ეს მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის - ჩვენ ვიქნებით ეს ძალა, რომელმაც პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაამარცხოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სამწუხაროდ სიმართლე ის არის, რომ ოცნებას დღეს ამის ძალა არ შესწევს სამწუხაროდ. და კიდევ უფრო სამწუხაროა, სულ უფრო და უფრო ეჭვი მეპარება, რომ მას ამის გაკეთება უნდა“, - განაცხადა გახარიამ. გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად გამოსავალი პოლიტიკაში კეთილსინდისიერი ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაა. „ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები - ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში - კეთილსინდისიერს და პროფესიონალი ახალგაზრდებს. სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად - ეს ერთი და იგივე სახეები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდა დავივიწყოთ. სამწუხაროდ ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ - აი ამ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ცემას, ტყეპას, აი იმ ქაოსს რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა - როდესაც შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა. როგორ შეიძლება 2-მა ადამიანმა ფიზიკური მუშტი-კრივით გადაწყვიტოს, ერთმანეთს დაუმტკიცოს ვინ უფრო მართალია, ან ვის უფრო უყვარს სამშობლო, ან ვინ უფრო რელიგიურია - შეუძლებელია ეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალადობა შობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას, სხვას არაფერს. ეს არის ის, როგორც რიგით ქართველ მოქალაქეს ეკარგება იმედი და რწმენა სახელმწიფოსი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს სისტემური პრობლემაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)