|
2021-07-13 15:50:07, 979 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმი აუცილებლად აგებს პასუხს, დაისჯება წელსვე, სხვა გამოსავალი არ არსებობს
აუცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავიდან ბოლომდე მოძალადე კრიმინალებზე დგას და მთელი სახელმწიფო აპარატი იხარჯება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციისთვის. „აუცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელიც „ქართული ოცნება“ იპოვის, გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე, კრიმინალებზე - პარლამენტს შიგნით, ასევე პოლიციაში. ეს რეჟიმი, როგორც ერთი, ისე წავა, აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით. მთელი სახელმწიფო აპარატი, სუს-ი, იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, მეტს არაფერს აკეთებს და ვერანაირად შეინარჩუნებს მართვის სადავეებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)