|
2021-07-12 15:01:27, 693 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც 85 დეპუტატი ესწრება. სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან სხდომათა დარბაზის ტრიბუნა ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ დაკავებული. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა მედიაორგანიზაციებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ. ამასთან, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)