|
2021-07-12 12:56:06, 623 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი 5-6 ივლისზე: მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას
პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც, მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას, - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, 5 ივლისს ლგბტ თემი იზიარებდა პრემიერის პოზიციას, თუმცა პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს სურდათ პროვოკაცია. „პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც, მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს ალბათ, სურდა კიდეც მისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც სურდათ ეს პროვოკაცია. პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ. თქვენ გინდათ, რომ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ ძალიან კარგად, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ახლა სიმშვიდის დროა, უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, პოლიტიკური მიზნებისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)