|
2021-07-12 11:46:06, 483 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არაა საჭირო, ოპოზიციურ ტელევიზიებს სააკაშვილი მართავს
ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, მათი მიზანია, ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რასაც არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწევს მოახლოებულ არჩევნებში წაგება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ოპოზიციური ტელევიზიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და რევანშისტული ძალის დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია - მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია და ამას არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის არჩევნებში მონაწილეობაა. არჩევნებში, კარგად მოგესენებათ, რამდენიმე არჩევნები აგებენ ყველა არჩევნებს, კიდევ ერთხელ მოუწევთ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოიგებთ მოახლოვებულ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)