06:41 - 29 Jun, 2026
|
2021-07-10 13:46:03, 1113 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ათეულობით ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი საქართველოში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ძალადობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ადამიანის უფლებთა დაცვისთვის და დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს თავისუფალ მედიას. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ათობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. ეს მაშინ, როდესაც ამსტერდამში სამუშაოს შესრულებისას პიტერ ვრაისი დაჭრეს. თავისუფალი მედია ფუნდამენტურია ადამიანის უფლებათა დაცვისთვის და დემოკრატიისთვის. ჟურნალისტები იცავენ ჩვენ თავისუფლებას და ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, - წერს დომინიკ რააბი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)