|
2021-07-09 23:02:25, 1231 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე
„გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის დღისწესრიგი სრულა ამ საკითხებზე უნდა მიემართოს. „ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი მთელი ენერგია მიმართული იყოს აშშ-ში და ევროპაში, ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამ ბარიერების გადასალახად. ამისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი საკითხი დღისწესრიგში ასეთი თემებით კი არ იყოს, ამ სამარცვინო ამბით, არამედ, იყოს იმით, რომ „პაპზე უფრო კათოლიკე იყო“ - გამოთქმა რომ ვიხმარო იმაში, რომ ხარ ლიდერი ამ რეგიონში, სამაგალითო ხარ, მოლოდინების საპირისპიროდ, აჩვენებ, რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი ხარ და შემდეგ უკვე იმ სკეპტიკოსებს, რომლებსაც სხვა მოსაზრებები აქვთ, ჩემი აზრით - მცდარი პრაგმატულად თუ მორალურად, იმათ უპირისპირდები, კარგი გაგებით, შენი კამპანიით და ამაზე ხარჯავ რესურსს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)