2021-07-08 16:44:07, 873 ნახვა
სამართალი
მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,