|
2021-07-07 16:30:37, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას
ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. „წლების განმავლობაში მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ყველა ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი. მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება. ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას! ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები, და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ: ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან ამაყი და გამბედავი საქართველო ან ღარიბაშვილ-კობახიძე, ან მომავალი ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი ან რუსეთი, ან ცივილიზაცია! წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმევა კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან. წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!“, - წერს ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)