|
2021-07-07 15:03:47, 759 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვერანაირი ვანდალიზმი ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში
„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა“, - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. მისვე თქმით, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. „ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ვართ ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ დაგმო ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობა. „ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, წინააღმდეგი იქნება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)