|
2021-07-07 12:17:42, 699 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში
მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ მოხდეს ძალადობის პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ეს არის ამ საკითხის მხოლოდ ერთი ლოკალური გადაწყვეტა. მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ეს არის მთავარი პრობლემა და წყარო იმ აგრესიისა, რომელიც გუშინ ქუჩებში ვიხილეთ. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ რაციონალური ინსტრუმენტები და არ მივცეთ ესკალაციის საშუალება. საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)