|
2021-07-02 13:13:06, 1732 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯეიმს აპატურაის ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ჯეიმს აპატურაის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდაში, მისი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში ნატოს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ალიანსის სახელით ჩვენს ქვეყანას ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში, გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2010 წლის დეკემბრიდან იკავებდა. უახლოეს მომავალში ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დაასრულებს და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)