10:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 12:58:34, 945 ნახვა

საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე თუთის 40-მდე დაავადებისადმი რეზისტენტული ფორმაა მოძიებული და დაცული

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, თუთის სადემონსტრაციო ნაკვეთში ახალი ფორმების გაშენება მიმდინარეობს. აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, 2014 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად ახორციელებს ექსპედიციებს და კვლევებს ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ რეზისტენტული თუთის ფორმების მოძიების, შესწავლის, გამრავლების და გავრცელების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის მოძიებული და თუთის საკოლექციო ნაკვეთში დაცულია თუთის 40-მდე რეზისტენტული ფორმა.

თუთის კულტურის შესწავლის მიზნით, აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, სხვადასხვა კვლევას ახორციელებს, მათ შორის  უვირუსო ნერგის მიღების მიზნით სრულიად ახალი მეთოდის დანერგვას და თუთის ნერგების დაჩქარებული მეთოდით მიღებას. ამ ეტაპზე მეცნიერები თუთის ინ-ვიტრო მცენარის გამოყვანის მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.

საქართველოში თუთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას ძირითად აბრეშუმის ჭიის საკვებ ბაზად იყენებენ, თუმცა ასევე აქტიურად გამოიყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ და ქარსაფარ ზოლებში, მისი ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემის და ტოტების სწრაფი ზრდის გამო.

ჯიღაურას ბაზაზე, თუთის საკოლექციო ნაკვეთის გარდა, გაშენებულია სადედე-საკალმე და სადედე-სათესლე სანერგე, სადაც საშუალოდ 500-1000 ნერგის გამოზრდაა შესაძლებელი. დაგეგმილია თუთის ინტენსიური პლანტაციის გაშენება და  ბიომასის გადამუშავებით საწვავი ბრიკეტის მიღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics