|
2021-07-02 12:30:11, 938 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნატოში გაწევრიანების პროცესი გაყინა
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნატოში გაწევრიანების პროცესი გაყინა. როგორც მან აღნიშნა, მათი პარტიის წარმომადგენლები დღეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას გამართავენ. „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ და „ლელომ“ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ინტერფრაქციულ შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის დავაჩქაროთ ნატოში გაწევრიანება. „ქართულმა ოცნებამ“ გაყინა ეს პროცესი და პირიქით, უკუსვლის ნიშნები შეინიშნება. ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ამ კუთხით და ჩვენს წარმომადგენლებს ექნებათ აპატურაისთან შეხვედრები და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დასვავენ საკითხს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)