17:17 - 27 Apr, 2026
|
2021-07-02 11:59:33, 881 ნახვა
სამართალი
„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 გაათავისუფლეს
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, სამი მათგანი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოათავსებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივლისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით კინოჩვენება გაიმართა. ადგილზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, კერძოდ გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოსა და ლევან ვასაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ სურდათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების ჩაშლა. „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ისინი ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)