09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 17:56:16, 941 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოში ვირტუალურ ფორმატში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანმა მისიამ, რომელიც სსფ-ის IV მუხლის დებულების მიხედვით,   კონსულტაციების ფორმით ხორციელდება.

შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.

აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.  შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები, ბიზნესის და სოციალური მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა,  ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.

საქართველო გეგმავს ახალი პროგრამის დაწყებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics